კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 07:25

ქანაანს გადასახლების შემდეგ აბრამს და ლოტს დიდხანს არ უცხოვრიათ ერთად. მათ მალე მოუხდათ გაყრა და ერთმანერთის განშორება.

ამის მიზეზი გახდა შემდეგი შემთხვევა: ლოტს ჰქონდა თავისი საკუთარი კარვები და ჰყავდა აუარებელი საქონელი; აბრამიც აგრეთვე მდიდარი იყო ძროხით, ცხენით და ცხვარით.

ამდენი საქონელი არ თავსდებოდა გარშემო იალაღზედ და ამის გამო განხეთქილება ჩამოვარდა აბრამისა და ლოტის მწყემსებს შუა, რომელიც ერთმანერთს ეცილებოდნენ საძოვარ ადგილებს.

აბრამს ეშინოდა, რომ ამ შემთხვევას არ ჩამოეგდო სიძულვილი მასა და ლოტს შორის, ამიტომ მოუწოდა თავის ძმისწულს და უთხრა: ნუ იქნება უთანხმოება შენსა და ჩემს შუა, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანერთის ძმები ვართ, უკეთესია ერთმანეთს გავეყარნეთ და ცალ-ცალკე ვიცხოვროთ; ქვეყანა დიდია, რომელი მხარეც გინდა, ის ამოირჩიე... თუ მარცხნივ ირჩევ, მარჯვნივ მე წავალ, თუ მარჯვნივ ამჯობინებ, მარცხნივ გავემგზავრები.

ლოტს ჭკუაში მოუვიდა აბრამის სიტყვები და საცხოვრებლად ამოირჩია ერთი ფართო ველი, დაფენილი მშვენიერი იალაღებით, რომელსაც მდინარე იორდანე რწყავდა.

იგი გაემგზავრა იქითკენ და თავისი კარვები დადგა ერთი ქალაქის გვერდით, რომელსაც სახელად ერქვა სოდომი.

სასკოლო ლიტერატურა • • •  იაკობ გოგებაშვილი - ბიბლიური ისტორია • • •  იაკობ გოგებაშვილი/ბიბლიური ისტორია

შეიძლება დაგაინტერესოთ