კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 20 მაისი 2026 11:11

ნოეს სამივე შვილის შთამომავალნი თავდაპირველად ერთად ცხოვრობდნენ, ერთი ქვეყანა ეჭირათ, ერთ ენაზედ ლაპარაკობდნენ, ერთ ხალხს შეადგენდნენ.

მაგრამ რადგანაც მაშინ ადამიანები მეტად დღეგრძელნი იყვნენ, ამიტომ ხალხი ძალიან გამრავლდა და ერთად აღარ ეტეოდა.

დღეს თუ ხვალ უნდა დაყოფილიყვნენ ცალ-ცალკე თემებად და აქეთ-იქით გაფანტულიყვნენ საცხოვრებლად.

მაშინ მათ ერთად მოიყარეს თავი და სთქვეს: "მოდით, სანამ ერთად ვართ და ჯერ კიდევ არ წავსულ-წამოვსულვართ, ისეთი რამე ავაშენოთ, რომ ჩვენი სახელის სახსოვრად და სადიდებლად საუკუნოდ დარჩეს და როცა მას შეხედავენ ჩვენი შთამომავალნი, განცვიფრებულებმა თქვან ჩვენზედ: რა მრავალნი, მძლავრნი და ხელოვანნი ყოფილანო".

სთქვეს და ასრულებასაც შეუდგნენ. გამოწვეს უთვალავი აგური და დაიწყეს ბაბილონში აშენება ერთი უშველებელი სვეტის, ანუ გოდოლის. რომელსაც, მათი განზრახვით, ცისთვის უნდა მიებჯინა წვერი.

მაგრამ ღმერთს არ მოეწონა მათი განზრახვა და საქმე.

უფალს ძალიან სძულს უგუნური და ყველასათვის უსარგებლო შრომა და მეტადრე ზვიადობა ამგვარი გამოუსადეგარი შრომით.

ამიტომ მან აურია მშენებელთ ენა: უცებ სხვადასხვა ენაზე იწყეს მათ ლაპარაკი, ერთმანერთისა აღარა ესმოდათ რა და იძულებულნი დაიყვნენ თემებად, აქეთ-იქით გაიფანტნენ, ცალ-ცალკე ადგილები ამოირჩიეს საცხოვრებლად და სხვადასხვა ხალხები წარმოშვეს.

ასე დაბადა უფალმა სხვადასხვა ენები და ამით ყოველ კაცს აჩვენა, რომ მას უნდა უყვარდეს თავისი დედა-ენა, როგორც უფლისაგან მონიჭებული საუნჯე და ძვირად უნდა აფასებდეს მას.

სასკოლო ლიტერატურა • • •  იაკობ გოგებაშვილი - ბიბლიური ისტორია • • •  იაკობ გოგებაშვილი/ბიბლიური ისტორია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen