კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 06:48

ჯერ სეითის შთამომავალნი ცალკე ცხოვრობდნენ, ერიდებოდნენ კაენის შთამომავლებს და არა ჰქონდათ მათთან მისვლა-მოსვლა, ნაცნობობა ან სხვა რამე კავშირი.

მაგრამ შემდგომში, როცა გამრავლდა ნათესავი კაცთა, კაენისა და სეითის შთამომავალებმა დაიწყეს ერთმანერთში მეგობრობა, მეზობლობა, მისვლა-მოსვლა და მოყვრობა.

სეითის შთამომავალნი ირთავდნენ ცოლებს კაენის შთამომავალთაგან და მათგან იძენდნენ ცუდ ხასიათს და ბიწიერ ცხოვრებას.

მალე სეითის შთამომავალნი სრულიად დაემსგავსნენ კაენის შთამომავლებს და გაირყვნენ სრულიად. ღმერთი აღარავის ახსოვდა, კეთილი სძულდათ, ბოროტი უყვარდათ, სირცხვილი და შიში აღარაფრისა ჰქონდათ.

მათ შორის გამოჩნდნენ გმირნი, რომელნიც ყველა სუსტ და უღონო ადამიანებს სჩაგრავდნენ, ტვინს სწოვდნენ და სიცოცხლეს უმწარებდნენ.

აივსო ქვეყანა ცოდვით და ბოროტებით. ყველამ დაჰკარგა ადამიანობის ნიშანწყალი და მთელი კაცობრიობა დაემსგავსა მხეცების გროვას.

სასკოლო ლიტერატურა • • •  იაკობ გოგებაშვილი - ბიბლიური ისტორია • • •  იაკობ გოგებაშვილი/ბიბლიური ისტორია

შეიძლება დაგაინტერესოთ