კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 21:16
Advertisement

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ღატაკი ხელოსანი. სახელოსნოში მუშაობის შემდეგ, იგი იქვე შორიახლოს მცხოვრებ, ერთ მდიდარ ბატონს ეწვეოდა ხოლმე.

ხელოსანი კარზე აკაკუნებდა, ფრთხილად შედიოდა და როცა მდიდრულ პალატებში დიდებული ბატონის წინ აღმოჩნდებოდა, ქუდს იხდიდა და მოწიწებით მდაბლად უხრიდა თავს.

- რა იყო, მეგობარო, რა გინდა ჩემგან? - ჰკითხა ერთ დღეს სახლის პატრონმა, - ვხედავ, ხშირად მოდიხარ, ქედს იხრი ჩემს წინაშე, მერე კი ხმაამოუღებლად მიდიხარ. თუ რამე გჭირდება, მოიღე მოწყალება, მთხოვე, ნუ გრცხვენია!

- გმადლობთ, თქვენო ბრწყინვალებავ, - მოკრძალებით მიუგო ხელოსანმა, - თქვენთან იმისთვის მოვდივარ, რომ გული ვიჯერო, ვნახო, როგორ ცხოვრობს მდიდარი ადამიანი. მხოლოდ ჩვემისთანა მდაბიოთ შეუძლიათ ასეთი ფუფუნების ნება მისცენ თავის თავს.

სამწუხაროდ, თქვენ, დიდებული ბატონები, ასეთ ნეტარებას მოკლებული ხართ და ვერსად ამგვარი რამით ვერ დატკბებით, რადგან თქვენს გარშემო, მხოლოდ ჩემნაირი ღატაკები ცხოვრობენ.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen