კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 22 ივნისი 2026 02:28

ერთხელ ტოსკანიის ერთ მიყრუებულ ქალაქში უცხოელი ჩამობრძანდა. თავის გამოსაჩენად და ყურადღების მისაპყრობად თავის მშობლიურ ქალაქზე ათასნაირ ტყუილსა და მართალს ჰყვებოდა.

- რა არ ხდებოდა იქ, ან აქაურ უხალისობასა და მოწყენილობას როგორ შეედრება!

ენაწყლიანი სტუმრის გარშემო ხალხის პატარა ჯგუფი შეკრებილიყო. მალე მათ იმ მხარეში ყველასგან პატივცემული, ჭკვიანი მოქალაქე მიუახლოვდა. ცოტა ხანს უსმინა, მერე კი თავაზიანად შეაწყვეტინა ლაპარაკი და უთხრა:

- შენ თუ მართლა იმ შორეულ ქვეყანაში დაიბადე, მაშინ ყველაფერი რაც გვიამბე, სიმართლეა და აქ საკამათოც არაფერია.

ამ სიტყვებით კმაყოფილმა უცხოელმა დოინჯი შემოირტყა და მსმენელებს ამაყად გადახედა, აქაოდა მე ვარ, ვინცა ვარო.

გონიერმა მოქალაქემ კი განაგრძო:

- შენი ქალაქი რომ სასწაულებით აღსავსე ქალაქია, ამაში თვალნათლივ დავრწმუნდით. ჩვენ მხარეში ხომ არასოდეს გვინახავს შენისთანა მახინჯი.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen