კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:05
Advertisement

როცა ფენიქსმა თვალუწვდენელ უდაბნოს გადაუფრინა, ბანაკში დანთებული კოცონი შენიშნა. იგი მიხვდა, აღსასრულის ჟამი დამდგარიყო და ბედს უნდა დამორჩილებოდა.

ფენიქსი დედამიწის ზურგზე ყველა არწივზე დიდი იყო: სილამაზითა და ბუმბულის ბრწყინვალებით კი ვერავინ შეედრებოდა.

გაშლილი ფრთებით მედიდურად ბოინობდა ღამის ცაზე, მერე კი ნელ-ნელა ხაზავდა ფართო წრეებს და მიწაზე ეშვებოდა.

როცა ცეცხლს თავზე მოექცა, იგრძნო როგორ მოედო ცეცხლის ალი მის ბუმბულს, ერთიანად დაეხრუკა ფეხები. ფენიქსმა ტკივილი დასძლია, გადაწყვეტილების ერთგული დარჩა და უშიშრად მინებდა ცეცხლს.

კოცონი აშიშინდა, ახრჩოლდა და თითქმის ჩაქრა. მაგრამ მალე ნაცრიდან ცისფერი ალი ამოვარდა.

იგი ქარის დაბერვაზე ცახცახებდა, მაგრამ მაინც ჯიუტად იწევდა ზევით, თითქოს ფრთები გამოისხაო.

ეს ფენიქსი აღდგა ფერფლიდან, რათა კიდევ ხუთასი წელი ენავარდა ცაზე.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen