კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:05
Advertisement

როგორც კი ვარხვი საშოვარზე წავიდა, იქვე ჩასაფრებული გველი მაშინვე ქურდულად გასრიალდა მისი ბუდისაკენ.

ფუმფულა ბარტყებს უშფოთველად ეძინათ. გველი სულ ახლოს მისრიალდა, თვალებში ბოროტმა სხივმა გაუელვა და სათითაოდ სასიკვდილოდ დაკბინა პატარები.

უშფოთველად მძინარე ბარტყებს არც კი გაღვიძებიათ. თავისი საქციელით კმაყოფილი ბოროტმოქმედი თავშესაფარში შესრიალდა, რათა იქიდან უკეთ დამტკბარიყო ფრინველის უბედურებით.

მალე ნადირობიდან ვარხვი დაბრუნდა და როცა ამგვარი საშინელება დაინახა, ხმამაღლა აქვითინდა.

გაუგონარი ბოროტებით გაოგნებული ტყის ბინადარნი გაიტრუნენ.

- რაღად მინდა უთქვენოდ სიცოცხლე! - მოთქვამდა მკვდარი ბარტყების შემხედვარე საბრალო მამა, - დაე, მეც თქვენთან ერთად მოვკვდე! - გამწარებული გულ-მკერდს ნისკარტით იგლეჯდა. ამის გადახსნილი ჭრილობიდან სისხლი გადმოთქრიალდა და უსულო ბარტყებს ეპკურა.

მომაკვდავ ვარხვს ძალა ეცლებოდა, მან უკანასკნელად შეხედა ბუდეს, რომელშიც დახოცილი ბარტყები იწვნენ და უცებ, მოულოდნელობისგან შეკრთა.

ჰოი, სასწაული, მისმა დაღვრილმა სისხლმა და მშობლიურმა სიყვარულმა სიკვდილს გამოსტაცეს და სიცოცხლისაკენ მოაბრუნეს ბარტყები და მაშინ ვარხვმა ბედნიერმა დალია სული.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen