კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:01
Advertisement

დაწესებულ დროს ვირი წყლის დასალევად გუბესთან მივიდა, მაგრამ იხვები ისეთ დღეში იყვნენ, ისე ყაყანებდნენ და ისე აფართხუნებდნენ ფრთებს, რომ მთელი წყალი აამღვრიეს.

მიუხედავად იმისა, რომ ვირს წყურვილი ახრჩობდა, მაინც არ დალია წყალი, განზე გადგა და მოთმინებით დაიწყო ლოდინი.

ბოლოს და ბოლოს, იხვები დაშოშმინდნენ, ნაპირზე ამოვიდნენ და წავიდნენ. ვირი კვლავ მიუახლოვდა წყალს, მაგრამ ისევ ამღვრეული დაუხვდა და თავჩაქინდრული ისევ მორჩილად გადგა განზე.

- დედა, კი მაგრამ რატომ არ სვამს? - იკითხა ვირის საქციელით გაკვირვებულმა ცნობილმიყვარე პატარა ბაყაყმა, - აი უკვე ორჯერ მოვიდა გუბესთან და ორჯერვე უკან გაბრუნდა.

- იმიტომ, რომ ვირი წყურვილისაგან მოკვდება და ამღვრეულ წყალს არ დალვს.

მოთმინებით დაელოდება, სანამ წყალი დაიწმინდება და გამჭირვალე გახდება. - უპასუხა დედამ პატარა ბაყაყს, - ო, რა ჯიუტია!

- არა, შვილო, ჯიუტი კი არა, მოთმინების უნარი აქვს. - აუხსნა დედა ბაყაყმა შვილს.

- ვირი მზადაა ყველანაირი სირთულე და წყენა აიტანოს. ჯიუტს მას ისინი უწოდებენ, ვისაც მოთმინება და ამტანობა არა აქვს.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen