კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 21:16
Advertisement

ერთ დღეს, ბოსტნის თოხნისას გლეხმა დაინახა, რომ მიწის ბელტიდან დიდი ტარანტული ამოძვრა.

- რა საზიზრარი ობობაა! - შესძახა გლეხმა და მოულოდნელობისაგან განზე გახტა.

- აბა, ერთი ხელი გიხლია, გიკბენ! - დაემუქრა ტარანტული გლეხს და ყბები აამოძრავა, - იცოდე, შე უვიცო, რომ ჩემი ნაკბენი სასიკვდილოა და ტანჯვითა და წამებით ამოგხდება სული! იცოდე, არ მომეკარო!

გლეხი მიხვდა, რომ ობობა ტრაბახობდა, ბაქიბუქობდა და ამდენი ლაპარაკით თავს იფასებდა. ყოველი შემთხვევისთვის უკან დაიხია, მერე კი უცებ შიშველი ფეხი დაადგა და მთელი ძალით მიასრისა მიწას ენაწყლიანო ობობა. თან დაუმატა:

- ძალიან ბევრს კი ლაპარაკობ, მაგრამ ვნახოთ ერთი რა ბიჭი ხარ? მართლა შეძლებ ბაბუაჩემის ბაბუასთან ჩემს გაგზავნას.

- სანამ გლეხი ბოლოს მოუღებდა, ტარანტულმა მაინც მოასწრო მისთვის მოღერებული გლეხის ფეხის ქუსლზე კბენა. მაგრამ ან გლეხი იყო დარწმუნებული, რომ ობობის მუქარა ტრაბახი იყო და მეტი არაფერი, ან გლეხს ისე ჰქონდა ფეხზე კანი გაუხეშებული, რომ ოდნვი ჩხვლეტის მეტი არაფერი უგრძნია.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen