კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 02:52

მორზე ჩამომჯდარი ორი ზარნაშო კუდღელს უთვალთვალებდა, რომელიც შემოდგომის ნამკალში ისე გამალებით დარბოდა, თითქოს მწევრების ჯგრო მოსდევსო.

- საწყალი ყურცქვიტა, - თქვა ერთმა ზარნაშომ, - იმის ვაჟკაცობაც კი არა აქვს საწყალს, რომ სოროში დაიმალოს.

- რატომ? - დაინტერესდა მეორე.

- იმიტომ, რომ ეშინია.

- საოცარია, რისი უნდა ეშინოდეს საკუთარ სახლში?

- ყველა კურდღელი ასეა, - უპასუხა პირველმა, - ყველაფრის ეშინიათ, შიშს კი დიდი თვალები აქვს. განსაკუთრებით ახლა უფრთხიან ყველაფერს, როცა ფოთოლცვენა დაიწყო. კურდღლები თავქუდმოგლეჯილები გარბიან, როცა ფოთლების წვიმას ხედავენ. მათ ბუნების ყველანაირი ცვალებადობა აშინებთ.

- ესე იგი, კურდღლები ლაჩრები ყოფილან!

- რა თქმა უნდა.

აი, ეს ყურცქვიტაც მანამ ირბენს გაშლილ ველზე, სანამ ხაფანგს არ გადააწყდება, ან მონადირე არ ამოიღებს ოთხში.

ნათქვამია: ვინც მშიშარაა, ის შიშისგან კვდებაო.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

შეიძლება დაგაინტერესოთ