კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 15:58
Advertisement

ერთხელ ხამანწკა ბადეში მოხვდა და მდიდარ ნადავლთან ერთად მეთევზეების ქოხში აღმოჩნდა.

“ჩვენ, აქ, ყველას, გარდაუვალი დაღუპვა გველის” - სევდიანად გაიფიქრა ხამანწკამ, როცა იატაკზე დაყრილ გროვაში საცოდავად მოფართხალე და მომაკვდავი თანამოძმეები დაინახა.

უცებ საიდანღაც თაგვი გამოძვრა.- მომისმინე, კეთილო თაგუნა! - შეევედრა ხამანწკა, - ქენი სიკეთე წამიღე ზღვასთან!

თაგვმა ყურადღებით შეათვალიერა იგი: - “რა მსხვილი და ლამაზი ხამანწკაა, ალბათ, ხორციც წვნიანი და გემრიელი ექნება” - გაიფიქრა თაგვმა.

- კარგი, - ხალისიანად უპასუხა თაგვმა, თან გადაწყვიტა, პირი ჩაეტკბარუნებინა იოლი ნადავლით, რომელიც, როგორც იტყვიან ხოლმე, თავისით ჩაუვარდა კალანჭებში, - მაგრამ, შენი ზღვასთან მიყვანა რომ გამიადვილდეს, ჯერ ნიჟარის საგდულები უნდა გამიღო, სხვანაირად დახმარება გამიჭირდება.

დაღლითი თაგუნა ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა, რომ გახარებული ხამანწკა ვერც კი მიუხვდა ეშმაკობას და ნიჟარა გაუღო.

ხარბი თაგუნა მაშინვე ეცა გემრიელ ლუკმას, შეეცადა კბილები ჩაევლო ხამანწკასათვის, მაგრამ სიჩქარეში წინდახედულობამ უმტყუნა. ხამანწკამ საფრთხე იგრძნო, სასწრაფოდ დახურა ნიჟარა და ვერაგი მღრღნელი ხაფანგში მოაქცია.

თაგვმა ტკივილისაგან ხმამაღლა დაიწრიპინა, იქვე შორიახლოს მყოფმა კატამ კი მისი წრიპინი გაიგონა, ერთი ნახტობით დააცხრა ცრუპენტელას და გადასანსლა.

როგორც იტყვიან ხოლმე, “სიფრთხილეს თავი არ სტკივა.”

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen