კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 15:58
Advertisement

ობობა იძულებული გახდა თავისი მოვერცხლისფერო ქსელი მეასედ გაეჭიმა ხეებს შორის, რადგან დამცინავი ნამგალა ფრთით ჭრიდა მას.

- ხელს რატომ მიშლი მუშაობაში? - ჰკითხა აღშფოთებულმა ობობამ, - მე ხომ არაფერს გიშავებ?

- ნამდვილი მტარვალი ხარ და მეტი არაფერი! - წაიჭიკჭიკა ნამგალამ, - შენი უხილავი ქსელი კი მწერების სასიკვდილო ხაფანგია!

- შენ მეუბნები, ძმობილო, მაგას? - გაუკვირდა ობობას. - ერთი მითხარი, რით მჯობიხარ? მთელი დღეები ნისკარტ დაფჩენილი დაფრინავ წინ და უკან და განურჩევლად ანადგურებ სწორედ იმ მწერებს, რომლებზეც ვითომ ასე შეგტკივა გული.

შენთვის ეგ გართობაა, მე კი წელში ვწყდები, წვრილ ძაფებს ვრთავ, მერე მათგან არშიებს ვქსოვ, ბადეში მოხვედრილ ნადავლს კი ამდენი პატიოსანი შრომის საფასურად ვიღებ.

სხვა სხვის საქმეში ბრძენია, მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანას თავისი სამრეკლოდან გადმოჰყურებს.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen