კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 14:52
Advertisement

დიდ ბაღში, ღობის მიღმა შეხმატკბილებული, მშვიდობიანად ცხოვრობდა ხეხილი, რომელიც გაზაფხულობით ვარდისფრად ფეთქდებოდა, ზაფხულის დამლევს კი მწიფე ნაყოფით დამძიმებული წელში იზნიქებოდა.

სრულიად შემთხვევით ამ მეგობრულ, მშრომელ ოჯახში თხილის ბუჩქი შეეჩხირა, რომელიც ძალიან მალე გაიბადრა და გადიდგულდა.

- როდემდე უნდა ვეგდო აქ, ღობის უკან, - უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა თხილი, - სულაც არ ვაპირებ განდგომილივით ცხოვრებას, ჩემს ტოტებს ღობიდან გადავყოფ, რომ ყველამ გაიგოს რა არაჩვეულებრივი ნაყოფი მაქვს!

და თხილის ბუჩქი მთელი ძალ-ღონით შეუდგა მაღალი ღობის დაძლევას, რათა გამვლელ-გამომვლელის წინაშე მთელი თავისი სილამაზით წარმსდგარიყო.

როცა დრო დადგა და მისი ტოტები თხილით დაიხუნძლა, ყველა, ამვლელი თუ ჩამვლელი, კრეფდა მათ. ვინც ხელით ვერ წვდებოდა ჯოხებსა და ქვებს იშველიებდა.

სულ მალე დაბეგვილმა და დალეწილმა თხილის ბუჩქმა მარტო ნაყოფი კი არა, ფოთლებიც დაკარგა.

მისი დასახიჩრებული ტოტები მათრახებივით ეკიდა ღობეზე, ბაღის სიმწვანეში კი არომატული წვენით დატენილი ვაშლები, მსხლები და ატმები იწონებდნენ თავს.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen