კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 14:52
Advertisement

მდინარე ტიჩინოს ნაპირზე, რომელიც ლომბარდიის მინდვრებსა და ველებზე მოედინება, მშვენიერი შროშანი ყვაოდა.

დანარჩენი მინდვრის ყვავილები მოწიწებით უხრიდნენ თავს შროშანს და ცდილობდნენ მზე არ დაეჩრდილათ მისი ბრწყინვალებისთვის. ის კი იდგა აშოლტილი, მხიარულად ირხეოდა ქარისგან და დაუღალავად ტკბებოდა მდინარეში თავისი ანარეკლით.

ენით აუწერელი სილამაზით მოჯადოებულმა ტალღებმა გადაწყვიტეს ყვავილი მოეტაცათ.

მალე ვნებისა და დაუოკებელი ჟინისგან აფორიაქდა მდინარე. ტალღები სულ უფრო და უფრო აღელდნენ. მდინარის შხეფებისგან დასველებული შროშანი კი ისევ ყელყელაობდა, ამაყად იდგა თავის ღეროზე და თავს იწონებდა.

მაშინ ტალღებმა იმატეს, უფრო ხშირ-ხშირად ასკდებოდნენ ნაპირს, ზედ უვლიდნენ და თავზე ევლებოდნენ შროშანს, სანამ ნაპირი არ ჩამოიქცა და აქაფებულ მორევში არ ჩაიყოლა თავმომწონე ეული მზეთუნახავი.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen