პოპულარული ფოტორედაქტორი, ლამაზი, გასაგები ინტერფეისით, გააჩნია Web2.0 -ის სხვა ფუნქციებთან ინტეგრირების შესაძლებლობა. შეუძლია სურათები ჩატვირთოს Flickr, Picasa Web Albums, Facebook, Photobucket და სხვა საიტებიდან.
მისი მართვა ადვილია, მაშინაც კი, თუ თქვენ არაფერი იცით რედაქტირების შესახებ.
![]() |
მრავალფუნქციური ფოტორედაქტორი სასიამოვნო, გასაგები, მრავალფეროვანი ინტერფეისით. ძალიან ჰგავს ფოტოშოპს. შეუძლია სურათების ჩატვირთვა ინტერნეტიდან, კომპიუტერიდან, ვებ-კამერიდან. გააჩნია ფუნქცია შრე ისევე, როგორც Gimp - სა და Photoshop -ს. გააჩნია რამდენიმე ფოტოსურათზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა.
![]() |
ძალიან საინტერესო ფოტორედაქტორი, ის ძალიან მრავალფუნქციურია, შესაძლებელია თითქმის ყველა მოქმედების ჩატარება, რაც შეიძლება ფოტოსურათს დასჭირდეს. ზომების შეცვლა, ამოჭრა, გაჭიმვა, ფერების რეგულირება. შავ-თეთრი ფოტოს, ნეგატივის და ა.შ მომენტალურად მიღება. დეფექტების მოცილება, სურათის რამოდენიმე ნაწილად დაყოფა, ერთი სურათის მეორეზე დადება და კიდევ უამრავი ეფექტი. მიღებული ფოტოსურათების ნებისმიერ ფორმატში გადაყვანა, PDF - შიც კი.
ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ფოტორედაქტორი შესანიშნავი ფუნქციებით. მისი პირდაპირი დანიშნულება ფოტოსურათების რედაქტირებაა, შეუძლია სინათლის, კონტრასტის, ფერების სიმკვეთრის რეგულირება, შრეების მართვა, ფილტრების გამოყენება, მისალოცი კონვერტების, პოსტერებისა და ანიმირებული გამოსახულებების შექმნა, გააჩნია პრაქტიკულად ყველა პოპოულარული ფოტოხოსტინგის მხარდაჭერა.
![]() |
ამ ფოტორედაქტორის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ მას შეუძლია GIF ფორმატის ანიმირებული გამოსახულებების რედაქტირება.
![]() |
ფოტორედაქტორი 4 ონლაინ-ინსტრუმენტით, რომელთაგან ერთ-ერთს - Phoenix -ს შეიცავს რედაქტირების შესაძლებლობების დიდი რაოდენობით ფოტო მაგალითებს და ვიდეო ინსტრუქციას. გააჩნია შრეები, ფილტრები, შეუძლია ონლაინში დაუსრულებელი ფოტოსურათის შენახვაც კი, ხოლო შემდეგ მისი დასრულება.
![]() |
ეს ფოტორედაქტორი არ არის დაფუძნებული ფლეშ-რედაქტორზე. მისი საშუალებით შესაძლებელია ფოტოსურათის გადმოტვირთვა ინტერნეტიდან, ფოტორესურსებიდან და კომპიუტერიდან. ინახავს ფოტოსურათებს თითქმის ყველა ფორმატში JPG, PNG, TIF, BMP, PDF, Photoshop PSD.
![]() |
კომპანია Adobe - ს ოფიციალური ონლაინ სერვისი. მისი ინტერფეისი ნაკლებად გავს Adobe Photoshop -ს და არც ფლობს ისეთ მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან ფუნქციებს. მისი დანიშნულება მხოლოდ ფოტოსურათის რედაქტირება და ოპტიმიზაციაა. მას შეუძლია სურათების მართვა და მათი შენახვა.
![]() |
ითვლება Photoshop - ის ონლაინ კლონად. გააჩნია რამოდენიმე ვერსია, რაც აიოლებსა მასთან მუშაობას.
• Editor - ფლობს ყველა ფუნქციას, რაც უნდა გააჩნდეს ფოტორედაქტორს.
• Express - ძირითადი ვერსია, ფოტოსურათებთან საბაზისო მუშაობისათვის.
• Grabber - მაუსის მარჯვენა ღილაკის ერთი კლიკი და რედაქტირების რეჟიმი გაეშვება პოირდაპირ ბრაუზერში Firefox + Windows -ის მუშა ფანჯარაში.
![]() |
ეფექტური ონლაინ ფოტორედაქტორი, მარტივი ინტერფეისი, მრავალრიცხოვანი სერვისები, ნებისმიერი ბოლო მოქმედებიდან ერთი მოქმედებით უკან დაბრუნების შესაძლებლობა. ასევე ორიგინალ ფოტოსურათთან მომენტალურად დაბრუნების საშუალება და მრავალი სხვა.
![]() |
სასიამოვნო ფოტორედაქტორი, რომელსაც მარტივი და გასაგები ინტერფეისი გააჩნია. მისი საშუალებით შეიძლება ფოტოსურათის ჩატვირთვა ინტერნეტიდან, კომპიუტერიდან. შეგიძლიათ სურათი შეინახოთ კომპიუტერში. ასევე Flickr -ის ფოტოალბომში (თუკი ის გაგაჩნიათ)
![]() |
ფოტორედაქტორი დამწყებთათვის, აქვს Flickr - ის ძალიან კარგი მხარდაჭერა. გააჩნია ყველა აუცილებელი ფუნქცია, რომელთაგან აღსანიშნავია თემატური კომპოზიციები, რომლის დადებაც შესაძლებელია ფოტოსურათზე, ტექსტურები, რომლებიც იდება სურათზე როგორც წყლის ნიშნები, სხვადასხვა ფაქტურის ჩარჩოს ეფექტები, მოზაიკური და მულტიპლიკაციური ეფექტების შექმნა და ა.შ.
![]() |
სწრაფი და მოსახერხებელი ონლაინ ფოტორედაქტორი. ინტერფეისით და ფუნქციონალურობით ძალიან ჰგავს ფოტოშოპს. გააჩნია შრეების, ფილტრების მხარდაჭერა, ფლობს მრავალრიცხოვან გეომეტრიულ ფიგურებს.
![]() |
საინტერესო ფოტორედაქტორი. შესანიშნავია პორტრეტებთან სამუშაოდ. ტექნოლოგია Seam Carving საშუალებას იძლევა საწყისი ფოტოსურათის (პორტრეტის) პროპორციები შეიცვალოს ისე, რომ არ დაამახინჯოს მთავარი ობიექტი. მაგალითად შესაძლებელია გაიწელოს ფოტოსურათის ფონი ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად ისე, რომ სახის პროპორციები არ შეიცვალოს.
![]() |
ძალიან კარგი ფოტორედაქტორია დამწყებთათვის, ინტერფეისი შექმნილია იმ პრინციპით, რომ მისი მენიუ ატარებს აღწერით ხასიათს, ხოლო ცვლილება, რომელსაც ანხორციელებთ, ჩანს მომენტალურად.
![]() |
შესანიშნავი რუსული ფოტორედაქტორი, გააჩნია ფოტოსურათის დაპატარავების, გადაჭრის, შავ-თეთრ რეჟიმში გადაყვანის, კონტრასტისა და ფერების რეგულირების, წარწერის გაკეთების და ა.შ ფუნქციები. ამას გარდა მისი საშუალებით შესაძლებელია ავატარების შექმნა.
![]() |
ერთ-ერთი საუკეთესო რუსული ფოტორედაქტორი, გამოირჩევა მრავალფეროვანი ფუნქციებით: როგორიცაა ფოტოსურათების ავტომატური დამუშავება, კომპიუტერში შენახვა და ავტომატურად გადაყვანა ნებისმიერ ფორმატში, დეფექტებისა და წითელი თვალის ეფექტის ამოფხვრა, შავ-თეთრი და სიძველის ეფექტის მინიჭება, ფოტოსურათების შენახვა საიტის სერვერზე და ა.შ
![]() |