კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:09
Advertisement

 

 

 

რა დედა-ღვთისამ სენაკს შეუშვა

და არ შერისხა იგი მოსული,

გულში სთქვა მწირმა: ძეა კაცისა

და არა მავნე, ბოროტი სული.

სტუმარი იგი დანაცრულს ცეცხლსა

ფიცხლავ მივარდა დამზრალი, სველი,

ღველფი გაქექა, ჩაჯდა ცეცხლა-პირს

და გაიწოდა სათბუნად ხელი.

- „უჰ, უჰ, რა ცივა!.. - სთქვა მან სტუმარმან: -

ლამის გავშეშდე სიცივისაგან!..”

მწირს ხმა ეოცა... ქალის ხმას ჰგვანდა...

შეკრთა, შეშინდა ამა ხმისაგან.

ნუთუ აწ ბედმა ქალის სახითა

განსაცდელი რამ მას მოუვლინა?

და ვითა ელვამ, ამისმა ფიქრმა

გულში ზარცემით მწირს გაურბინა.

მაგრამ იქნება ბედმა ეგე ჰქმნა

მისდა საცდელად თვით უფლის ნებით!..

და კისრად იდო, ვით ნება ღვთისა,

სასოებით და გულდამშვიდებით.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen