კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:00

 

მთარგმნელი: ბესო ხომერიკი

 

ვინა ვარ? რა ვარ? - ვარ მეოცნებე,

თვალთა სილურჯის ბნელში მკარგავი

და ეს ცხოვრებაც ისე ვიცხოვრე,

როგორც მის გარდა სხვები მრავალი.


ხო და შენც გკოცნი, მიჩვევით, ისე,

როგორც შენამდე მრავალი ვკოცნე

და ვიმეორებ: "მიყვარხარ" მქისედ,

ვით ნამეორებს მრავალჯერ ლოცვებს.

მე ჩაგჩურჩულებ გულსგარეთ, ყურში,

- "ჩემი სუნთქვა ხარ," "ჩემი ნდომა ხარ",

თუ გააღვივებ ვნებას ჩემს გულში,

სიმართლეს უკვე ვეღარ მონახავ.

ამიტომ ამ გულს აღარ დავიფლეთ,

ცეცხლს მინთებ, მაგრამ მითხარი რისთვის?!

თუ ტანკენარავ ჩემო, ალვის ხევ

მოვლენილი ხარ ჩემთვის და სხვისთვის.

და თუმცა სხვასთან ვენაწყლიანობ,

სხვის ტყვეობაში ვეწამე ბევრი,

შენზე არასდროს არ ვეჭვიანობ,

ისიც იცოდე, არასდროს გწყევლი.

ვინა ვარ? რა ვარ? ალბათ სინდბადი

თვალთა სილურჯის ბნელში მკარგავი

მთელი ცხოვრება მე შენ მიყვარდი,

ისევე როგორც სხვები მრავალი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სერგეი ესენინი  • • •   სერგეი ესენინის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ