კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 21:26

 

 

 

უსხეულო ჩრდილი სულის ტბაში ბანაობს.

არ მასვენებს დღე-ღამე, მოძრაობს და ქანაობს.

უსხეულო აჩრდილი მტანჯავს, როგორც ციება.

იგი ჩუმი სევდაა და მუდმივი ძიება.

გულს ყველაზე მიცრუებს, შურს და მტრობას ამყარებს,

გრძნობას თვითვე შემიცვლის და საჯავრელს მაყვარებს.

ჩემი გლოვა ის არი, ჩემი ცრემლი, წამება!

მე და იგი, კიდევ სხვა, ერთარსი და სამება.

თავმოყრილი ჩემს სულში, არც ერთი და მრავალი,

დამწვარ თვალებს ეხატვის ახალი გზა, სავალი.

უსხეულო აჩრდილი სულის ტბაში ბანაობს,

არ მასვენებს დღე-ღამე, მოძრაობს და ქანაობს.

შეიძლება დაგაინტერესოთ