კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 21:55

 

 

 

ვინ რასა ჰკითხავს, ვინ რაღას ჰკითხავს

ჩემს ყოფნას ესდენ ბნელში გახვეულს!

თუ მარტო დავრჩი, მარტო თუ დავრჩი,

მაშინღა გავხსნი ლექსების რვეულს...

აი, მარტო ვარ, ცოტა ხნით მაინც,

მე ფიქრთა დენას არვინ ამირევს,

მარტო! - ისე ვხსნი ლექსების რვეულს,

როგორც ნაქურდალს, როგორც ნაპარავს.

რადა?.. ჰო, ალბათ, დიდ ქვეყანაში

თუ დავეკარგე თვალაბმულ ბედსა

და შთაგონების, განცდების ნაცვლად

ბორკილიღა მხვდა მე შემოქმედსა!

ვინ დედაკაცი, ვინ შემოქმედი?

ვინ დედაკაცი! - იტყვის სოფელი;

დიდხანს და დიდხანს იხითხითებენ

მამაკაცი და მეფისტოფელი.

ვინ რასა ჰკითხავს, ვინ რაღას ჰკითხავს

ჩემს ყოფნას ასე ბნელში გახვეულს!

შემოქმედს აღარ დამიძახებენ,

აღარც გადავხსნი ლექსების რვეულს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ბაბილინა ხოსიტაშვილი  • • •   ბაბილინა ხოსიტაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ