კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 01:42

 

 

 

შენ წადი სადმე და ეს კუთხე მე დამიცალე,

შენ წადი სადმე, წადი სადმე! მალე… ოჰ, მალე!

შენ წადი სადმე, დღესვე წადი… ხვალ მაინც… ხვალე.

მინდა აქ, ჩემთან, ჩემი მუზა შემოვაპარო

და მეკითხება, იცი რასა? - ხომ მარტო ხარო!

რა მეშველება! როგორც ვხედავ, არსად არ წახვალ.

იქნებ ისურვო და წახვიდე, დღეს… ხვალ მაინც, ხვალე.

მესაწნახელეს დაავალე, მოგვართვას ღვინო!

მსურს, მუზას ჩვენი სადღეგრძელო დავალევინო,

მაგრამ ის მკითხავს, ე მანდ შენთან ვინ არის, ვინო?

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ბაბილინა ხოსიტაშვილი  • • •   ბაბილინა ხოსიტაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ