კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:52
Advertisement

 

 

 

კალოზე ქარმა გაფანტა ნამჯა,

მომტაცა სიყრმის წმინდა იმედი,

ორი ჭრილობა სხეულში ჩამრჩა -

ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი.

ორი ჭრილობა გულით დამქონდა,

ნისლმა შებურა შუბლი რამდენი,

ჩემს ძველ ეზოში ქარი დაქროდა,

ბევრჯერ ჩამიქრო თაფლის სანთელი.

ვერ გავამრთელე ორი ნახმლევი,

თქმას მე ვარჩიე სიტყვაძვირობა,

ცხოვრების აღმართს ბევრჯერ ავყევი,

ვერ მოვიშუშე ორი ჭრილობა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen