კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 04:14
Advertisement

 

 

 

ჩამორჩობილი ვიოლინო ორღობის სარზე

(ეპილეპსია, გადარევა და ბედის წერა).

მავნე თვალების აქ ცივდება სასტიკი მზერა.

ბოლო ეღება ყოველ ნდომას აქ მარტო მწარზე.

უყვარს ცხენის თავს დაჟინებით ქვეყანა მრუდე

(საოცარია გაბრაზული უცხვირო ხაპი).

დაღრენილ ხახას კიდევ ახსოვს სიგიჟის ქაფი -

ბნედამორეულ მეღამურას ეხსნება ბუდედ.

ზრქელი ობობა სპლინის ბადეს სკელეტზე ლამბავს

(დროს გუგადამპალს თუ მოსწძინდა უმიზნო ბანდი).

გახეთქილ შუბლზე გადაირბენს ასტრალის ლანდი.

უცხო გამვლელი წაიკითხავს საშინელ ამბავს.

თავის ორალის ჭიხვინს იგი მოელის მარად

(ძნელია მეტად ხსოვნისათვის კუნძული პატმოს).

შიშობს სიკვდილმა არავინ დათმოს-

მთელი სამყარო ესურვება დაიქცეს არად.

და როცა მიწა გაყვება ძეობას ავი

(მზე მაშვინ ალბათ გადატყდება გადახრის ტარზე) -

დაიჭიხვინებს ბოლო წყევით ორღობის სარზე

გატიტვლებული ძვალდახრული გამხმარი თავი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გრიგოლ რობაქიძე  • • •   გრიგოლ რობაქიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen