კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:40
Advertisement

 

 

 

ახლოა წუთი ულმობელი ნაცადი ხშირად.

აცბიერდება კუზიანი მთვარე მაისის.

გავყვები ჩემ სულს დაღმართებით ჯაშუშად, გზირად;

დამატრიალებს დღეს ოცნება უზენაესი.

საბედისწერო ახლოვდება შეხვედრა ჩვენი;

დალბობილ სახეს ვაკვირდები, ვაშორებ რიდეს;

მღვრია შუშიდან გაღიმება მას მეტად შვენის;

მივესალმები როგორც პოეტს უჭეშმარიტესს.

წვრილი ფეხებით გადმოიარს მაგიდას მარცხნით,

და მომიჯდება ირიბულად თვალებ დახრილი;

თმებს გახუნებულს გაისწორებს ზარმაცი ვარცხნით,

და ურიცხვ ჟამთა მას მოჰყვება ნიავი გრილი.

დამპალ უბიდან ის ალაგებს ლექსებს სხვანაირს,

და მაწვდის ხელში, ვით მუმიებს, ვით ტარანტულებს;

საწამლავებით გააბრუებს, დატვირთავს ჰაერს,

და სინამდვილეს ის კანკალით ჩემ წინ ართულებს.

შავ კრიალოსნად მე სამყარო გადმომბარდება,

მაგრამ მალალს დააწვება მთვარე მტყლიურად;

ჩამომპალ სახეს ხორცმეტები მძიმედ ვარდება,

და მანეკენი იღუპება ფეერიულად.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen