კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:51
Advertisement

 

 

 

ძველი ხატების დიდ მინანქრებში

კვდება ტფილისი - ქართლის დიდება

და მოგონებას ქვების ნამქერში

ჩემი თვალები გაეკიდება.

ო, საქართველო! მინდა მივმართო

დარღვეულ სხეულს, ჩემ მიწას - დობილს:

შენ ამ სივრცეში იწვები მარტო,

ვინ შეგიფარებს აქ არ შენდობილს?

ღამეებს მიაქვს დღის მწუხარება.

და მოჩვენება ცხელი ისანის.

გადაავიწყდა ტფილისს ხარება:

ჩვენც ერთმანეთი გადავიცანით.

აქ საოცარი იწვის ხველება,

საფლავი არის თვალების უპე.

სანდრო! გვაწუხებს საშინელება,

ბაღლინჯოს სრესა, შმორი და წუმპე.

შემოგვეჩვია ქარი სოველი.

გვიანი სპლინი ომით ნალესი

შემოღამებას კრთომით მოველით,

იქნება ჯვარცმა უმწვერვალესი.

პილიგრიმები. უდაბნო ცხელი.

ნინო წარმართი და კლეოპატრა,

სანდრო! მეძახის შენი სახელი

და საფიჩხია კვლავ მომენატრა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen