კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:50
Advertisement

 

 

 

შემოდგომების პატიოსნება,

კეთილშობილი კაცის სახელი. 

წარსულ დღეებზე ჩუმი ოცნება,

და ნაღვლიანი თვალის გახელა.

დაგვემკვიდრება სასუფეველი,

დავიმსახურებთ, ასე მგონია...

პატარა ამბავს კიდევ მოველი

და გათავდება ეს აგონია.

მცირე შეცდომებს დაგვამალიებს

თვე იანვარი თბილი ბუხრებით;

მხოლოდ ლექსების სატურნალიებს

გავყვებით მარტში, ცოტა მწუხრები.

მე მიხარია, როდესაც ბედი

ნაკლული მთვარის ნიშანით მიდის;

არის ინტიმი: - მალარმეს გედი,

და იმერეთში თამარის ხიდი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen