კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 21:14
Advertisement

 

 

 

სდგას როიალი შავფრთიანი და მიუწვდომი,

როგორც ქიმერა მედიდური და ჯავაირი;

მაცდურობს რამპა იმართება სცენა ფანტომი;

მოდიან კრძალვით აქტიორები ნაირ-ნაირი.

მოველით მარტო სიბნელეში განწირულ კონცერტს;

ტორტმანობს შავათ მგლოვიარე, მუქი დარბაზი,

არ ემეტებათ ატირება მათ ჩვენთვის არცერთს,

ჯდება ყორანი როიალის მაღალ კარბაზე.

და ქანდირბაზი დაიუფლებს კლავიშებს ვიწროს;

მძიმე თვალებით გადმოგვხედავს ჩვენ თანაბარებს.

შავი ბეჭდები თითებიდან სურს რომ წაიძროს

და თვლებს შხამიანს ის ღიმილით შემოგვაპარებს.

ავი ოცნების კეისარი კიდევ აქ არი,

მაგრამ ყორანი შეიშმუშნის ფრთებს უნაპიროს.

დამპალი სახით მას უღიმის ჩემი ამქარი

ვატყობ დარბაზის გადალახვას იგი აპირებს.

ის ლორწიანი როიალთან აქანდაკდება,

ვით დირიჟორი, თვითმპყრობელი, მოგვი მაცდური.

დღეს მანეკენებს ატირება არ დააკლდებათ

და მეც ბარბაცით გამიყოლებს მათი ფანდური.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen