კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 01:42

 

 

 

თქვენ იცით, ვირები კეთილი ხალხია,

თვით ქრისტეს ყოველთვის უყვარდა ისინი

მეგრამ დღეს მათ სულში სევდების ალხია

და როცა ტირიან, ბავშვები იცინის.

ამიტომ ვიფიქრე (სჯობს სიტყვა აშკარი)

გავექცე გრძელ ღამის მომაკვდავ ფარვანებს,

შევკრიბო მებრძოლი ვირების ლაშქარი:

სიცოცხლე მოუსპო ქედმაღალ მტარვალებს.

მე ესე ამბავი არ მინდა საკვეხნად,

მენდობა ვირები, მიცნობენ მისიანს,

ო, ახალ მესიას მოიყვანს ამქვეყნად,

ჩოჩორი, რომელიც ვაჩუქე ტიციანს.

ჩემს ძველ წინაპრებს ბევრი მადლი დაუთესია,

მაგრამ არც ერთი არ ყოფილა გვირგვინოსანი,

თუ დამიჯერებთ, არც მე მინდა ვიყო ფრთოსანი

რადგან ვირობა, ვიცი ხშირად უკეთესია.

უცხო სევდები ვით კალია შემომესია,

ალბათ იმიტომ, რომ არა ვარ ჯერ ვიროსანი,

მაგრამ ვირების სხვებზე ადრე გავხდი მგოსანი

და მე ვიქნები უსათუოდ მათი მესიაც.

გამხადე ღირსი ამ სურვილის ღმერთო მაღალო - 

ჯერ არაფერი ასე გულით არ მინატრია,

მეყო რაც ბედმა უსავანო უგზოდ მათრია.

აღარ მსურს ეხლა მქონდეს რამე სხვისი საღალო,

ოღონდ მესმოდეს ხმა მეხური ჩემი ვირების

რომ შევასრულო მათ წინაშე დანაპირები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაჟდენ გვეტაძე  • • •   რაჟდენ გვეტაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ