კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:07
Advertisement

 

 

 

ცურვით მივყვები

მდინარეს ჟამთა,

თავმიცემული

ზვირთების რწევას,

ნეტავი იმას,

ნეტავი მართლაც,

ამ მდინარეში

ვინც ორჯერ შევა.

თუმცა ტკივილმა

და დარდმა დამხრა,

მაინც მიყვარს და

სიცოცხლის ტყვე ვარ,

ნეტავი იმას,

ნეტავი, მართლაც,

ამ მდინარეში

ვინც ორჯერ შევა.

ვერსად მივაგენ

ამნაირს, რა ვქნა,

ვერც მონა ღვთისას

და ვერცა მხევალს,

ნეტავი იმას,

ნეტავი, მართლაც,

ამ მდინარეში

ვინც ორჯერ შევა.

ო, როგორ მათრობს

ზამბახთა,

ვარდთა,

იასამანთა

ტოკვა და რხევა,

ნეტავი იმას,

ნეტავი, მართლაც,

ამ მდინარეში

ვინც ორჯერ შევა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen