კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:04
Advertisement

 

 

 

გადაბრდღვიალდა მაისით ქართლი,

მოჩქეფს და მოჩქეფს ფერი ღვარებად

და გაბეზრებულს სუსხიან ზამთრით,

სულს აღარ უნდა სხვა ნეტარება.

ვით ყმაწვილს, წასულს სოკოს საკრეფად,

წამომეპარა ბინდი არმაზთან,

არსად მზე ასე ნაზად არ ქრება

და არ ბინდდება ასე ლამაზად.

ცაზე აყვავდა იასამანი,

ანგელოზები მძივებს ასხმენ,

მე არც მოგვი ვარ და არც შამანი,

ვდგავარ და ვითვლი ოქროს ვარსკვლავებს

ო, მთვარევ, მთვარევ, შუქთამფინარევ,

მინდა შენს სხივებს მაღლა ამოვყვე

და გადმოვხედო ტკბილად მძინარე

ჩემს საქართველოს, ცისფერ სამოთხეს.

სხვა რას გაიგებს, რარიგ მახარებს,

როს მისი სუნთქვით ღამე ივსება,

ასე ლამაზს და ასე საყვარელს,

ნეტა ვიცოდე რა ესიზმრება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen