კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:58
Advertisement

 

 

 

მინდვრებისაკენ მიწის სურნელი

მეძახის ქუჩის გნიასით დაღლილს,

უნდა დავაგდო შეუბრალებლად

ქალაქი - დიდი, პირქუში სახლი.

სად ათასგვარი უცხო ხმები და

გულგრილი მზერა მარტყია ირგვლივ

და სადაც სხვისთვის არვინ იმეტებს

თუნდაც დამჭკნარი ფოთლების გვირგვინს.

აქ ცას შემთხვევით მაშინ თუ ვამჩნევ,

როდესაც ელვის გააპობს ბზარი

ან როცა ვინმე მოულოდნელად

მეძახის ზემო სართულზე მდგარი.

მინდვრებისაკენ, რადგან ფესვების

დათმობა თურმე ძნელია ერთობ,

ეს საუკუნეც იქ დაიბადა,

სადაც ბალახის სანთლები ენთო.

მაგრამ, ო, ახლა მის რკინის მკერდზე

ძნელად იპოვნი საზრდოს და საფარს

და ასუფთავებს ძველ ხსოვნას ჟამი,

როგორც ბეჯითი მოსწავლე დაფას.

და თუ ბოლომდე ვეღარ მოვიკლავ

ძიების ჟინს და განწმენდის სურვილს,

იქნებ იქ, დიდი ხეების ჩრდილში

ცოტა ხნით მაინც მოვითქვა სული.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen