კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:25
Advertisement

 

 

 

ჩემს სამყაროში დღეს მბრძანებლობს მთვარის ფერწერა,

ვდგავარ მოლბერტთან, დაძაგრული მე მაქვს მკლავები...

საბედისწერო სიყვარული თურმე მეწერა,

მწვანე სურნელით ნაზავები მწვანე ალების.

და ამ მისტიკურ, საუცხოო ფერთა თამაშში,

გაშიშვლებული, დაძაბული როს არს ნერვები,

მე ვიძირები და დავცურავ მწვანე გამმაში

და ამ კოსმიურ ქარტეხილებს ვეღარ ვერევი.

უკრავს ორკესტრი და იღვრება ნორმას არია,

მძიმე ღამეა, გაბზარული მას აქვს ბგერები...

საბედისწერო სიყვარულზე მღერის მარია,

მღერის მარია,ნაავდრალი და ნაფერები.

მწვანეა ზეცა. პეიზაჟი. წვიმის წვეთები.

მწვანეა ქარის სიმფონია და უნაზესი...

მთვარის პალიტრა - იდუმალი სილუეტები,

რაღაც მეფური კონტრასტები და უმწვანესი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen