შენ, რა თქმა უნდა,
მხარს უჭერ კეთილს,
ბოროტისა და კეთილის ომში;
ძლევა გსურს ერთის,
ამ გაჩენიდან მტრად შებმულ ორში;
მაგრამ აქ ფრთხილად -
დღეს ქვეყნად არსად
ეს არ ჰგავს ჭიდილს
ლუწის და კენტის,
დღეს ადგილს უცვლის,
სულ გროშის ფასად,
კეთილი ბოროტს, ბოროტი კეთილს.