კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 21:41
Advertisement

 

 

 

მშვიდობით იყავ

აწ და მარადის,

უსპეტაკესი

ცა გიფარავდეს,

შენი ნათელის,

შენი ნათელის

ერთგული ვრჩები

კუბოს კარამდე.

ისევ ვიხრჩობი

მძაფრი წყურვილით,

ისევ ვბრუვდები

მაგ თმის სურნელით,

მე რა ვიცოდი,

ძველი ჭრილობა

ყოფილა თურმე

განუკურნელი.

ძნელია, ძნელი

ახლის შენება,

როცა თან დაგდევს

ძველი მშვენება,

თუმცა იცი, რომ 

მას, რაც წავიდა

აღარაფერი

არ ეშველება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ   Share
აირჩიეთ   Add to Home Screen