კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:37
Advertisement

 

 

 

დილა შენთვის სხვაა და

ჩემთვის - სულ სხვა არი, - 

შუა, რაც მთავარია,

დიდი გვიძევს ზღვარი.

მიწას ფეხს რომ ვაბიჯებ -

ზარდაცემულს, ზიარს -

(შენთან ერთად) აოცებს

ღამეს ვარსკვლავიანს.

წახვალ, არც კი შეხედავ

ნუშის ყვავილს გაშლილს

არც ის იცი  - ნაძვის წვერზე

რას ჭახჭახებს შაშვი.

მე ვარ ძირი, დედანი,

არ ვიქცევი ასლად;

შენი წასვლა სხვა არი,

სხვაა... ჩემი წასვლა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen