კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 03 ივნისი 2026 19:10

 

 

 

დრო კითხვათა ბუღში გახვევს - 

რა და როგორ გადაფასდა,

მაგრამ ვინ რას გვიკარნახებს

წუთისოფლის შავ დაფასთან!

შენ სადა ხარ,

მე კი - სადა!

სად გაიყო ჩვენი გზები!

აგერ კაცი ისე დადნა,

რა სჭირს, აღარ ვეკითხებით!

თანალმობის რომანტიკა

სულ მოდიდან გადავიდა,

ძველმა სევდამ მოგვაკითხა?

ახლებურად გადავიტანთ!

გადავიტანთ? -

კი, ატყვია

ჩვენს უძილო,

ჩაყრილ თვალებს,

ჰოდა, ბოლოც ინფარქტია

დღეს თუ არა,

ალბათ - ხვალე!

იღეჭება ვიღაც გოგო

გულცივად და არც გვიყურებს,

სად წავიდეთ.

რა ვქნათ,

როგორ,

ან რა ნატვრას ავისრულებთ?

იქნებ არ ღირს ფიქრად, ჩირად

წუთისოფლის გზები ესე?

რამ დაგწვა და აგატირა,

რა გვტანჯავს და რა გვაკვნესებს?

არც ეშმაკი,

არცა ღმერთი,

სხვისი ჭირი -

ღობეს ჩხირი,

შენი გყოფნის,

იჯექ შენთვის,

სხვის სატკივარს რასა სტირი!

დრო კითხვათა ბუღში გახვევს - 

რა და როგორ გადაფასდა,

მაგრამ ვინ რას გვიკარნახებს

წუთისოფლის შავ დაფასთან!


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - მზია ჩხეტიანი  • • •  მზია ჩხეტიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen