კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 03 ივნისი 2026 10:24

 

 

 

მე რომ ვფიქრობდი - დადგა ჩემი დროც...

მე რომ მეგონა - ჩემი ჯერია,

გადავირიე, ლამის გავგიჟდე -

თურმე სიკვდილი არ მიწერია!

მოკვდა რუსთველი!

მოკვდა აკაკი!

წარმოიდგინეთ, მოკვდა ბერია!

მე კი - ერთადერთს - რატომ, არ ვიცი -

თურმე სიკვდილი არ მიწერია!

ისმის ქვითინი, ოხვრა-გოდება! -

გასვენებების მიდის სერია!

აქეთ - მთაწმინდა! იქეთ - დიდუბე!

მე კი სიკვდილი არ მიწერია!

რაც ღიმილი და შეძახილია,

რაც შემართული ქვეყნად ცერია,

გაკვირვებული მილოცავს, მიმზერს! -

უკვირთ - სიკვდილი არ მიწერია...

...

...თურმე არც დედის, თურმე არც მამის... -

არავის ნახვა არ მიწერია...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen