კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:05
Advertisement

 

 

 

მეორდება ისტორია,

დღევანდელს ჰგავს გარდასული,

რახან ბევრი გვიცხოვრია,

ნუთუ დგება დასასრული?!

არა! არ თქვა დავბერდითო,

ნუ მაჯერებ, რაც არ მჯერა,

არ მწამს სიტყვა ავბედითი,

რომ ჩამძახონ ათასჯერაც!

ვიცი, რომ ეგ აღსარება,

როგორც ზოგ-ზოგს ადრე, წინათ,

გათქმევინა გამწარებამ,

სიყვარულმა გათქმევინა.

თუ არ გინდა დამაღონო,

დაბერება არ თქვა ჩვენი,

მეტი აღარ გამაგონო

ეს სასტიკი განაჩენი.

ვერ გავივლებ მაგ ფიქრს გულში...

უკვდავების ჯიღოსანი,

ჩვენ ხომ ვაჟა გვყავდა გუშინ,

გუშინ გვყავდა ფიროსმანი.

ხომ ბრუნავდა ცაში ძერა,

ჩვენ რომ გულ-ღვიძლს გვიკორტნიდა,

მაგრამ გუშინ დაიწერა,

სწორედ გუშინ "ნიკორწმინდა".

სიცოცხლის ხე თუმც ძველია,

დროის ხავსი არ ედება,

მას არასდროს უწერია

სიკვდილი და დაბერება!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გრიგოლ აბაშიძე  • • •   გრიგოლ აბაშიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen