კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 14:55
Advertisement

 

 

 

მე შენზე უფრო არავის მჯერა,

ვერვის ვენდობი მე შენზე უფრო;

მხოლოდ ერთს ნიშნავს მაგ თვალთა მზერა

ერთგულებაზე რომ მესაუბრონ.

მე რომ ოდნავად მოვტყუვდე შენში,

ან რომ ოდნავად გამართლდეს იჭვი,

ამაზე ფიქრიც ჭკუაზე შემშლის,

ღმერთმა ნუ ქნას და გამხელაც მიჭირს,

ო, ჩემო ბავშვო, მაგ თვალთა გარდა,

ვერ დავუჯერებ მე ვერვის თვალებს,

ვეღარ ვენდობი მე ვერვის ღიმილს,

ვერც ვერვის ჩურჩულს, ვერც ვერვისს ალერსს.

ყველაზე უფრო მე შენი მჯერა,

შენ მინთებ გულში იმედის კოცონს,

არცერთი სიტყვა არ გითქვამს ჯერაც,

რომ ჩემს თვალებში არ შეამოწმო.

კმაყოფილი ვართ ჩვენ ჩვენი ბედით,

სიშორის სევდაც ჩვენ უკვე ვძლიეთ...

მე რომ ამ ქვეყნად არ ვიყო შენთვის,

შემეცოდები, რატომღაც, ძლიერ,

რადგან შენს მოვლა-პატრონობაში

(სიყვარულიც რომ ეფიცათ ბევრი)

ბედ-იღბალს, შენსას, სათუთო ბავშვო,

ვერ მივანდობდი ჩემს გარდა ვერვის.

შენ ჩემი ნახვა ყოველ წუთს გინდა,

გინდა სუნთქავდე ჩემს შორიახლოს,

ვერ დაიძინებ იმ ღამით მშვიდად,

ერთი საღამოც რომ ვერა გნახო.

და მთელი ღამე, ვით საყვედური,

რაღაც უცნაურ ტკივილის მჩენი,

შვებას არ მომცემს მაგ თვალთა მდურვა,

არ მომასვენებს ჩურჩული შენი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen