კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:16
Advertisement

 

 

 

შემოდგომაზე მე ვნახე რიწა,

მოლურჯო მთებში გულაღმა იწვა.

პირველყოფილი სათნო იერით

შემოენახათ მთებს ვით თქმულება,

მოსვენებული და ნებიერი

ცას შესცქეროდა დაუსრულებლად.

გატარებული შფოთვით და ღელვით,

აგონდებოდა ზაფხულის დღენი.

მაგრამ იმიტომ აგონდებოდა,

რომ დაევიწყა მერე ღიმილით...

მთაზე ღრუბელი დაღონდებოდა

მარტო რომ იჯდა პილიგრიმივით.

შემოდგომაზე მე ვნახე რიწა,

მოლურჯო მთებში გულაღმა იწვა,

იწვა და ზეცას ისე უმზერდა,

თითქო გარშემო არ იყო მიწა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - არჩილ სულაკაური  • • •   არჩილ სულაკაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen