კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:14
Advertisement

 

 

 

რაც დღენი ჩემში გარდატეხილან,

და მაინც ასე ვდგავარ თავნებად;

მინდოდა შენი თვალით გეხილა

წარსულის ყველა გააფთარება.

შენც ჩემთან ერთად გევლო წვიმაში,

მოგნატრებოდა პატარა კვარიც;

იგრძნობდი მაშინ ყველას წინაშე,

რომ დამნაშავე სიჩუმე არის.

გენახა მაინც ფოთოლთა ცვენა,

გემო გენახა სავსე ხელადის,

არ შემხვდებოდი და ალმაცერად

სხვისი თვალებით არ შემხედავდი.

გაგეცინება, დამარქმევ შეშლილს,

- გადირიაო ნამდვილად ქმარი;

მე ამ ლექსს ვეტყვი უთუოდ ჩვენს შვილს,

რომ ნახოს წვიმა, რომ ნახოს ქარი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen