კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 03 ივნისი 2026 07:06

 

 

 

ემალები მზეს

ნიყვივით,

სიტყვა გიჭრის სამრევლოდ,

ჰეი, ჰეი, შენ გიყივი,

ცუდი კაცის მფარველო.

ის, ვინც თავზე გვაყრის ნაგავს

და ვინც გადაგვიარა,

კი, ბატონო, გყავდეს, მაგრამ

მეცხრე ცაზე კი არა.

კი, ბატონო, გყავდეს, მაგრამ

კაიკაცად ნუ დასვამ,

ნუ გაიხდი ამხანაგად

ახვარსა და მურდალსა.

ნუ დაარქმევ მღებავს მხატვარს

და უწიგნურს მეცნიერს,

ვეფხვსაც ნუ დაარქმეც კატას,

ეშმაკს მამაზეციერს.

ამასა გთხოვ, დაჩოქილი,

შეგთხოვ, კაცის ძალასა,

ღვთინიერს ნუ ამჯობინებ

ვიღაც ნაძირალასა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen