კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 18:58
Advertisement

 

 

 

ვისაც შევფიცე:

“სიცოცხლეს

შენ შემოგწირავ მთლად,

დღედაღამ შენთვის ვილოცებ

და დაგედები მტლად”, -

კი არ მოვიდა - მოვარდა:

გამომეცხადა მტრად.

გულს შემომინთო ხანძარი -

ფერფლად მაქცია, მტვრად.

რად? - ვეკითხები, - ურჯულოვ

ისეო, არცა რად.

- იქნება რამე შეგცოდე,

გაფიცებ მამის სულს,

არაო. და მე, საცოდავს,

ჩემივე თავი მძულს:

რამეთუ მხოლოდ ფერფლი ვარ -

ვეღარ ვიძიებ შურს.

...სხვა ნატვრა არა მინდა

რაზედ აღმოვცენდე მსურს:

ხომ გაითლება იმ ხისგან

ოთხი ფიცარი სულ...

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen