კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:42
Advertisement

 

 

 

ბეღურები შეფარვიან რტოებს,

ჭადრის ხეებს შერჩენიათ ფოთოლი,

მე მივდივარ, მივდივარ და გტოვებ

მივდივარ და რაღა ამდღეს მოთოვა!

გული შემრჩა როგორც გუნდა თოვლის,

როგორც ნაძვი, ანდა როგორც ალერსი,

შენ დაგტოვე ისე, როგორც ტოლი,

როგორც თვალზე ცრემლი უნეტარესი.

ღამე მოდის, როგორც დილა მოვა,

რტოდან თოვლი ირხევა და იცინის;

თოვლისა და სიყვარულის დროა,

ნისლია და მე მივდივარ ნისლივით.

ბეღურები შეფარვიან რტოებს,

ჭადრის ხეებს შერჩენიათ ფოთოლი,

მე მივდივარ, მივდივარ და გტოვებ

მივდივარ და რაღა ამდღეს მოთოვა!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen