კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:42
Advertisement

 

 

 

შენი თვალებით მოტანილ დილას,

შენი სხეულით მოტანილ სითბოს,

წყნარად ვაშორებ ღრუბელთა ფთილას

და ვიკარგები ღრუბლებში თვითონ.

და გტოვებ მარტო - სიმწვანედ მიწის,

და გტოვებ მარტო - ფერებად დილის,

აღმოსავლეთით მზის სხივი იწვის

შენი მკერდივით ნაზი და ფრთხილი.

და გტოვებ მარტო - სიმშვიდედ ქვეყნის,

და გტოვებ რაღაც პატარა დარდად,

და ვიცი, შემდეგ ბუნება შეგვყრის

ცის დასავალის ვარდისფერ კართან.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen