კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 18:02
Advertisement

 

 

 

მენატრება შქერის რტო,

ტუია და კლერტა...

ხვალ რომ ჩემი დაბადების დღე იყოს,

რას მომიტან, ნეტა?

ვაი, ვეღარ ვხედავ მზეს,

ზედაზენს და მცხეთას,

ხვალ რომ ჩემი გაგიჟების დღე დადგეს,

რით მიწამლებ, ნეტა?

ქუჩა ქუჩა ალუბლებს

ქარი თეთრად პენტავს,

მეგობარო ამ გულს თუ ვერ გაუგე,

ვის გაუგებ ნეტა?

თითქოს სევდამ შემიპყრო.

ეს რა სიზმრებს ვხედავ?

დღეს რომ შენი დაბადების დღე იყოს

არ მიმიღებ, ნეტა?

ვაი, ვეღარ ვხედავ მზეს,

როცა შენ ვერ გხედავ,

დღეს რომ ჩემი აღსარების დღე დადგეს,

არ მომისმენ ნეტა?

მთვარე თეთრად მაბოდებს,

თეთრ ოთახში მკეტავს, -

საყვარელო, მე რომ ახლა არ მოვკვდე,

ხვალ რა მომკლავს, ნეტა?


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen