კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:08

 

 

 

ირონია ჩნდება მაშინ, როცა მსურს ვთქვა „არა“,

მაგრამ ვამბობ „ჰოს“ და თანაც ამით სულ არ ვხუმრობ -

რადგან მე ჩემს გულწრფელ „არას“ „ჰოს“ თქმით კი არ ვფარავ,

არამედ „ჰო“ მინდა „არას“ უკეთ ვამსახურო.

ო, ეს „არა“ არ გეგონოთ მარტოობის კერძი,

„ჰოა“ მისი საფუძველი და სავანე მყუდრო,

„ჰოს“ გარეშე იგი ალბათ ერთ წამსაც ვერ გაძლებს,

რადგან „ჰოთი“ მე ჩემს „არას“ გამოვავლენ უფრო.

ჩემი ბედის ირონია ცელქი ქალბატონი,

„ჰოს“ ფიქრობს და „არას“ ამბობს სერიოზულ ტონით,

ვერაფერი გამიგია: ეს სრულებით არ ჰგავს

არც იუმორს, არც სატირას, არც ხუმარა სარკაზმს...

მე ამგვარი თვალთმაქცობა სიამეს სულ არ მგვრის,

როგორც კატის ულვაშებზე გარბენილი თაგვი.

შეიძლება დაგაინტერესოთ