კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:58
Advertisement

 

 

 

მე შენთანა ვარ და ეს სიჩუმე

იყოს თავდები ყველაზე დიდი,

სინანული კი მაკმარე ჩემი -

უშენოდ ღვინის თასებს რომ ვცლიდი.

არა მგონია, რომ ეგ ჩურჩული

იყოს რაღაცის განმეორება...

არა მგონია, ღამის სიჩუმე

იყოს ნაცნობი ძილის მორევა...

სულ სხვაა, სხვაა ჩვენი დუმილი,

რომელმაც ასე დაგვაახლოვა.

ვიცი, მე როგორც ღამის სტუმარი

შენს სასთუმალთან სიზმრებად მოვალ.

და გევედრები, ოღონდ შენ არ თქვა...

არაფერია ქვეყნად იგივე -

ის ვინც პირველი სასმისით დათვრა,

მეორეს სიტკბოს ვეღარ იგემებს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen