კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 04 ივნისი 2026 09:29

 

 

 

გომბორს იქით ჩავიდა მზე,

ბრიალებდა ყვარელი,

რაღაც უცხო სხივით სავსე,

თვალის გასახარელი.

მზე ჩასულიც -

ათას ფუნჯით

ცეცხლის ვნებით მხატვრობდა,

ირგვლივ მთებზე დადაისდა,

ვარდისფერად დატბორდა...

მერმე მწუხრი,

მერმე ბინდი...

სულთან გაყრის წვალება,

ივნისის დღის მშვიდზე მშვიდი -

გარდა... გარდა... ცვალება...

და, ჰა, ორის გულგრილობა,

რა მიწა და

რაღა - ცა...

რაღაც მეაფსუსება და

ნაღვლით მავსებს რაღაცა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ანზორ აბულაშვილი  • • •   ანზორ აბულაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen