კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:49
Advertisement

 

 

 

ნეტაი რას ჭირისუფლობ,

ნეტაი რას ბულბულობ,

გაგიშლია ხალხში სუფრა,

უპუროდ და უფულოდ!

კმარა, გეყო, დასცხრი გულო,

აგრემც წვრილშვილს დაურჩი,

ნეტაი შენ, რად კითხულობ,

შენს სამშობლოს რა უჭირს.

არც შორიდან, არც ახლოდან,

შიგ სულიდან მესმოდა,

ის - მეორე, ჩამძახოდა,

აზრს ტყვიასებრ მესროდა.

ვთქვი, ეშმაკმა თუ განდევნა

ანგელოსი ქვეყნიდან,

თორემ ასე უდარდელად

სული ვის მიეყიდა.

მშვიდად უნდა იყოს ძროხა...

ღმერთო, ერთს გევედრები -

არ მაცალო ამოოხვრა,

თუ მშვიდად დავბერდები.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen