კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 22:27
Advertisement

 

 

 

თუმც ხშირად ფარავთ წლები და მტვერი,

ბევრი რამ ძალუძთ დაცრეცილ ფურცლებს...

არის დუმილი და თავის მტვრევა,

არის დუმილი და, შემდეგ უცებ...

თაიგულები აკლდება საფლავს,

საფლავს არავინ უვლის და იცავს,

საფლავი იწევს დაბლა, სულ დაბლა,

ხელისგულივით სწორდება მიწა.

არის დუმილი, და შემდეგ უცებ...

ძველ სამარესთან ბილიკი მოდის,

ბალადი მიდის სამარის იქით.

დავიწყებული საფლავის ლოდი,

მაღლდება როგორც ნათელი ფიქრი.

არის დუმილი, და შემდეგ უცებ...

რამდენი თვალი წუხილით უმზერს,

რამდენი თვალი იმედით უმზერს

გაყვითლებულ და გაცრეცილ ფურცლებს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen